ნოქალაქევის ყველაზე ადრეული არქეოლოგიური ფენები და აქ აღმოჩენილი ნივთები თარიღდება ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით. ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი ადრე შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც დასავლეთ საქართველოში, ქ. სენაკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 17 კმ-ში მდებარეობს. ავტორი წერს: " ნაქალაქარი განლაგებულია მდ. ტეხურის მარცხენა სანაპიროზე, იქ სადაც მდინარე კლდოვანი ხეობიდან გამოდის და მკვეთრად უხვევს აღმოსავლეთით. შედეგად...