სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში იმყოფება – 129 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 21 მოქალაქე. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 12 კოვიდპაციენტი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 1 410 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.