სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეში გუშინ სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის ადგილას ახალი ხიდის აწყობა უკვე დაიწყო. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელისუფლების სწრაფი რეაგირების შედეგად, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჩართულობით, დროებითი ხიდის კონსტრუქციის აწყობა მინდონარეობს. პროცესს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, სენაკის მერთან ერთად გაეცნო....