საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული რ.გ. დამნაშავედ ცნო. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 7 აგვისტოს, შეიარაღებულმა რ.გ.-მ და მასთან ერთად მყოფმა პირებმა უკანონოდ...