- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საყმაწვილო თეატრი, სენაკის სასკოლო თეატრალური ოლიმპიადის ფარგლებში, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს სტუმრობდა.
პატარა მსახიობები მაყურებლის წინაშე ორი სპექტაკლით: „სისატურა“ და „გემი მალე მიადგება ნაპირს“ წარსდგნენ.