- სენაკის რაიონულმა პროკურორმა, ბესიკ ქვარცხავამ, პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, ფემიციდის წინააღმდეგ მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის – ,,არა – ფემიციდს!” ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულის პრევენცია.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა, ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას, აშშ-ის საელჩოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ახორციელებს.
სახვითი ხელოვნების გალერეის საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, მანანა გვიჩია, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი კალანდარიშვილი, საჯარო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.