- სამეგრელოში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად ადიდებულმა მდინარე ტეხურამ გაერთიანებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა დააზიანა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია ქ. სენაკის მკვებავი ორი 300 მმ-იანი და ქ. ფოთის მკვებავი 700 მმ-იანი ცენტრალური მილები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, რთული რელიეფისა და წყალუხვობის გამო, დაზიანების ლიკვიდაცია შეუძლებელია.
“მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები ვერ ხერხდება. ადიდებული მდინარე ტეხურას ფონზე, კომპანიის ტექნიკური სამსახური დაზიანების ადგილამდე მისვლას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს. მიუხედავად ამისა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელოს სერვის ცენტრის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ, რათა მოსახლეობას წყალმომარაგება უმოკლედ დროში აღუდგეს. სტიქიის შედეგად, წყალმომარაგება შეეზღუდა ქ. სენაკისა და ქ. ფოთის 32 000-ზე მეტ აბონენტს. კომპანია ბოდიშს გიხდით შექნილი დისკომფორტის გამო”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.
24 საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის ცხელი ხაზი: 032 2 93 00 00