“განათლება – გზა ხსნისა”

  • ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, დღეს, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ცოდნის დღისადმი მიძღვნილი საღამო, ისტორიულ -დოკუმენტური სპექტაკლის -“განათლება – გზა ხსნისა” პრემიერით დაიწყო.

სპექტაკლის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია ვახტანგ ნიკოლავა და ის იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს.

სპექტაკლში მონაწილეობა მიიღეს აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა: ლალი გაბელაიამ, ეკა კოღუამ, ეთო მაღლაკელიძემ, ირაკლი ადამიამ, ლადო კოკაიამ; ახალგაზრდა მსახიობებმა: ანასტასია ზუხბაიამ,

უშანგი ჩიქობავამ, ცოტნე კაციამ და რაულ კიკალეიშვილმა.

საღამოს მეორე ნაწილი, განათლების, სკოლამდელი აღზრდის, ხელოვნებისა და სპორტის სფეროებში მოღვაწე იმ პედაგოგების დაჯილდოებას მიეძღვნა, რომელთაც 2023-2024 სასწავლო წელს გამორჩეულ წარმატებებს მიაღწიეს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ნაჭყებიამ, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა, გივი მისაბიშვილმა და სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ელისო შურღაიამ, საპატიო სიგელები, საჯარო და კერძო სკოლების, სკოლამდელი აღზრდის, პროფესიული განათლების, ხელოვნების, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის, სასპორტო და საფეხბურთო ცენტრების წარმატებულ პედაგოგებს და სკოლების დირექტორებს გადასცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.

დაჯილდოების ცერემონიალს უძღვებოდნენ: მსახიობები: ირაკლი ადამია, ლადო კოკაია, ეკა კოღუა, ეთო მაღლაკელიძე და პედაგოგი, ნანა თავართქილაძე.

საღამოზე, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით წარიმართა, მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის მოსწავლეები და ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მეგა’’.

ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა, საგანმანათლებლო სფეროს და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით – სამუსიკო სკოლაში საზეიმო კონცერტი გაიმართა,

მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მიმდებარე ამფითეატრში კი, ასევე გაიმართა ამავე ცენტრის ბენდის ,,აკუსტიკა” კონცერტი და მოეწყო ფოტოზონა.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიეტის მერია ავრცელებს