- ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის გახომელას უბანში მინი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, მინი სპორტული მოედნები, თეკლათში – გოლასკურის უბანსა და ნოქალაქევში – გახომელას უბანში ეწყობა.
“დამონტაჟდება ხელოვნურსაფარიანი მოედნები, კალათბურთის ფარები, გარე განათების სისტემა, შემოღობვის კონსტრუქციები და სხვა. მიმდინარე სამუშაოებს, საერთო ღირებულებით – 215 512 ლარი, შპს ,,მენათი“ ასრულებს.
თეკლათსა და ნოქალაქევს, განახლებული, კეთილმოწყობილი მინი სპორტული მოედნები, მიმდინარე წლის ივნისის თვის ბოლოს შეემატება.
სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ქალაქის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე.
2024 წელს, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, 3 მინი სპორტული მოედანი მოაწყო – ვაჩნაძის ქუჩაზე , ყოფილი მე-8 სკოლის მიმდებარედ და მშვიდობის ქუჩაზე, ახალრეაბილიტირებული მეოთხე საბავშვო ბაღის მიმდებარედ; ტრენაჟორები დამონტაჟდა ჭავჭავაძის ქუჩაზე.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.