- ამ წუთებში, სენაკის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, მოწყობილია სცენა და საახალწლო სოფელი.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, 12:00 საათიდან, საახალწლო სოფელში გაიხსნება საახალწლო ბაზრობა – ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
საახალწლო ღონისძიებები, დღეს, პირველ საათზე დაიწყება.
გაიმართება კონცერტი – სენაკის, ფოთის და აბაშის მუნიციპალიტეტების ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.
17:00 საათზე, სენაკელების წინაშე წარდგებიან ბენდი “აკუსტიკა“, მომღერლები – ბოკა კვეკვესკირი და ლაშა თოლორდავა. შოუს გიორგი ჭანტურია გაუძღვება.