- სენაკის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს:
“12 ნოემბერს, 13:00 საათიდან, “ეგრისობის” სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, ნოქალაქევის მიმართულებით, ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს, მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება.
ტრანსპორტი მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე, ნოქალაქევამდე, სამხატვრო გალერეის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაიყვანს.”-ნათქვამია განცხადებაში.