- ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში, 3 კმ-იანი გზის მონაკვეთზე, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო. პროექტის ღირებულებამ 800 519 ლარი შეადგინა.
2023 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაიგო 35 კილომეტრი გზა;
ამჟამად მიმდინარეობს – 17 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია;
2024 წელს დაგეგმილია 50 კილომეტრი გზის მშენებლობა.
პროექტს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან ერთად გაეცნო.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს