- საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სენაკში, ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-სენაკის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 76-86 კმ-ზე, მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტი ითვალისწინებს აღნიშნული მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას, ხიდბოგირების, ეზოების შესასვლელებისა და გაბიონების მოწყობას.
პროექტის ღირებულება 12 687 614 ლარს შეადგენს.