- ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულში, ლეგოგიეს უბანში, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სარეაბილიტაციო არეალი 4 495 გრძივი მეტრია.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მასშტაბური პროექტის ფარგლებში, სრულად მოწესრიგდა დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა, საფეხმავლო ბილიკი, სანიაღვრე სისტემა.
პროექტი, ღირებულებით – 1 671 421 ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.