“მწვანე მოლაშქრეებმა” პრეზენტაცია გამართეს

  • სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეაში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ტურისტული კლუბის – “მწვანე მოლაშქრეები“ წევრების მიერ – კლუბის ხელმძღვანელი – ნატალია წულაია, წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია თემაზე – “შხეფის ციხე’’ და 2024 წელს განხორციელებული აქტივობების ანგარიში.

კლუბის წევრებმა ისაუბრეს კლუბის დაარსებისა და განვითარების ისტორიაზე. მათ მიერვე შექმნილი ვიდეო-კოლაჟების სახით წარმოადგინეს ისტორიულ-კულტურული, რელიგიური და ბუნების ძეგლების შესწავლის მიზნით განხორციელებული ლაშქრობების, ექსკურსიების, ტურისტულ ბუკლეტებზე მუშაობის, მათი საზოგადოებაში გავრცელების, პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეით ბრიგადასთან თანამშრომლობისა და სხვა მრავალფეროვანი აქტივობების საინტერესო ნიუანსები.

შთამბეჭდავად წარმოაჩინეს სენაკის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლი – შხეფის ციხე.

საზოგადოებას გააცნეს კლუბის სამომავლო ხედვები.

პრეზენტაციას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ეჯიბია, შესაბამისი სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს