- 1 აგვისტოს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლით „რომეო და ჯულიეტა“ (რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა) დაიწყო რეგიონული თეატრების IX საერთაშორისო ფესტივალი.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, თეატრალური სფეროს წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
1-7 აგვისტოს ფესტივალს სენაკისა და ფოთის მუნიციპალიტეტები უმასპინძლებენ. ფესტივალში ქართულ რეგიონულ თეატრალურ დასებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სამი უცხოური დასი ირანიდან, იაპონიიდან და სომხეთიდან.