- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს მხარდაჭერითა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ელისო შურღაიას ორგანიზებით, მორიგი წარმატებული პროექტი – ,,რეპორტაჟი – შექსპირის ეპოქიდან…”, შედგა.
ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის, უილიამ შექსპირის შემოქმედებას მიეძღვნა საღამო და ვიდეო-კონტენტების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა 21-მა საჯარო სკოლამ მიიღო.
ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის პირველი ადგილი წილად ხვდა ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლას;
მეორე ადგილზე – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ძველი სენაკის საჯარო სკოლა გავიდა;
მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ: სენაკის მე-7 და კოტიანეთის საჯარო სკოლები.
ჟიურის რჩეულის ტიტული წილად ხვდათ მენჯისა და ზანის საჯარო სკოლებს.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.