- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ჩართულობით მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტის – “საბავშვო არქეოლოგია’’ ფარგლებში, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მორიგი პრაქტიკული სწავლება-საუბრები გაიმართა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტმა, რომელიც უკვე მე-12 წელია ხორციელდება, მიმდინარე წელსაც ქალაქის ყველა საჯარო და კერძო სკოლა მოიცვა.
პროექტში, რომლის მიზანია, მოსწავლეები ჩვენი ქვეყნის უძველეს კულტურას აზიაროს, მიმდინარე წელს, 225 მოსწავლეა ჩართული და იგი 27 ოქტომბერს დასრულდება.