- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2022 წელს 904 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
უწყების ცნობით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებულმა სამუშაოების ღირებულებამ 54 მილიონი ლარი შეადგინა.
“სენაკის, ხობის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახლემწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან ერთად გაეცნო.
ილია ბეგიაშვილი და გიორგი გუგუჩია სენაკში სოფელ ნოსირში საცხოვრებელი კორპუსებში ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს და სენაკის ე.წ. სამხედრო დასახლებაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ. ხობში კი გაღმა საჯიჯაოსა და საგაბისონიოს უბნებში განხორციელებული გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათავლიერეს.
ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული 3 კორპუსის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდება. ღირებულება შეადგენდა 414 457 ლარი. მოეწყო სამივე კორპუსისი სახურავი, ფასადები, გამოიცვალა კარ-ფანჯარა.
კორპუსების თბილისი-სენაკი ლესელიძის ცენტრალურ გზატკეცილზე მდებარეობს. სენაკში ე.წ. სამხედრო დასახლებაში განხორციელდა არსებული კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები, ასევე რეაბილიტირდა შიდა გზები, საბავშვო ბაღის წინ მოეწყო მოედანი, ასევე მოეწყო სანიაღვრე სისტემა. ჯამში დაიხარჯა 767 262 ლარი. სამუშაოები დასრულებულია.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. ხობის მუნიციპალიტეტში, პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში საგაბისონიოს უბანში სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. შესრულებულია სამუშაობის 55 პროცენტი, პროექტი მრავალწლიანია, ღირებულებით 1 256 646 ლარი, 2022 წლის ვალდებულების სამუშაოების ღირებულება შეადგენს 765 783 ლარს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაღმა საჯიჯაოში ცენტრიდან მდინარე ხობისწყლის ხიდამდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ღირებულებაც შეადგენს 353 499 ლარს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.