- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჟვანიო-ისულას დამავშირებელ გზაზე, დაიწყო ასფალტირების სამუშაოები.
უწყების ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 689 გრძ.მ-ზე, დაიგება 2 ფენა ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა.
პროექტი, რომლის ღირებულება 417 666 ლარს შეადგენს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის მიმდინარეობას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან და მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე კიზირიასთან ერთად გაეცნო.