- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილესთან, ლევან ელიავასთან, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, ნანა ზარანდიასთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე სტიქიის შედეგად, ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული ვითარება, ზარალის შედეგების შესწავლისა და აღმოფხვრისთვის მიმდინარე და განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში, მიმდინარე წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლებების საერთო კრებებისა და მოსახლეობასთან კონსულტაციების საკითხებს.
მუნიციპალიტეტის მერიაში ამ დრომდე მუშაობს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია, სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ადგილზე ეცნობიან შექმნილ ვითარებას, აფასებენ ზარალის მოცულობას და მასშტაბებს.
სენაკის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი საკონსულტაციო შეხვედრები 7-დან 14 თებერვლის ჩათვლით, მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
პროექტს საქართველოს მთავრობა ახორციელებს.
2023 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 738 000 ლარი დაიხარჯება.