- სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს მასმედიის წარმომადგენლებს.
“მასმედიის ყველა წარმომადგენელს ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს – ქართული ჟურნალისტიკის დღეს. მედიის როლი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში უმნიშვნელოვანესია. ჩვენი ქალაქი ამ მხრივაც გამორჩეულია – 1 მაისს, დაარსებიდან 99 წელი შეუსრულდება თითქმის საუკუნოვან მემატიანეს – გაზეთ ,,კოლხეთს”, რომელიც დღესაც ღირსეულად დგას ქვეყნისა და მშობლიური კუთხის სამსახურში. ამ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს მუნიციპალიტეტსა და რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტებს. ქედს ვიხრი იმ ადამიანების ხსოვნის წინაშე, რომელთაც ჩვენი ქალაქის სინამდვილეში, ამ სფეროს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. გილოცავთ! წარმატებებით გევლოთ პროფესიულ და პირად ცხოვრებაში”.