სენაკის მერი წარმატებულ სენაკელ ძიუდოისტს შეხვდა

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, წარმატებულ სენაკელ ძიუდოისტ გოგონას, ანანო კინწურაშვილს და მწვრთნელს, უჩა ჯღარკავას შეხვდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკელმა სპორტსმენმა, თურქეთში, ქალაქ საკარაიაში გამართულ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე, მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.

უწყების ცნობით, სპორტსმენი, ტურნირში გამგზავრების წინ, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსდა.

სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მოსწავლეს, ანანო კინწურაშვილს, მიმდინარე წელს, არაერთი სპორტული მიღწევა და ტიტული აქვს მოპოვებული, არის: საქართველოს 2022 წლის ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში; ასევე, ტრაპიზონში გამართული ოლიმპიური ჩემპიონის, ჰუსეინ ოზკანის სახელობისა და თურქეთის ქალაქ ქოჯაელში გამართული საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და ბრინჯაოს პრიზიორი.

მუნიციპალიტეტის მერმა წარმატებულ სპორტსმენს მორიგი გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წინსვლა უსურვა.

+3