- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი პროგრამა -“საქმიანობათა ცენტრი სენაკში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისთვის”, გრძელდება.
პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და სოფლად მცხოვრებ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარებს სასურსათო პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები დაურიგდათ.
თანადგომის აქციის მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სენაკის ფილიალის წარმომადგენლები გაეცნენ.
დარიგების პროცესში მონაწილეობა მერიის ადმინისტრაციული, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების წარმომადგენლებმა და წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებმა მიიღეს.