- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მუნიციპალური უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სხდომის მონაწილეები გაეცნენ კომისიის მიერ სამოქალაქო ინიციატივის – “დაარღვიე სიჩუმე – შეაჩერე ძალადობა“ ფარგლებში მიმდინარე პროექტებს:
ამ ეტაპზე, შესაბამისი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, პროექტის – “არტ-თერაპია“ ფარგლებში, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ფსიქოლოგი, ნიკა ქეცბაია ჯგუფურ შეხვედრებს მართავს;
უწყებათაშორისი კომისიის მეორე ინიციატივა, რომლის მხარდამჭერიც ქალთა ფონდი ,,სოხუმია”, სენაკის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის გაცნობას მოიცავს. ინიციატივის ფარგლებში, შეიქმნა ბროშურა და საინფორმაციო შეხვედრები ადმინისტრაციულ ერთეულებში, დღეს დაიწყო.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს