- ძლიერმა ქარმა სენაკის მუნიციპალიტეტში დააზიანა რამდენიმე კერძო სახლის სახურავი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ზარალის დამთვლელი კომისიების მიერ მოხდება ზარალის დათვლა და შესაბამისი რეაგირება.
ადგილზე ვითარებას მოადგილეებთან ერთად ეცნობა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია.
ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში.