- სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლუდუკ ხასია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2022 წლის ივნისის წყალდიდობის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს შემდეგ ლოკაციებზე:
ღელე ფიცუ1-ის დაზიანებული საყრდენი კედლების აღდგენა-რეკონსტრუქცია თეფანიას ქუჩიდან რკინიგზამდე, თავისი შენაკადებით;
ღელე ფიცუ 2-ის დაზიანებული რკინა-ბეტონის ჯებირების აღდგენა-რეკონსტრუქცია, ჩხეტიას ქუჩიდან რკინიგზამდე, თავისი შენაკადებით;
დაზიანებული რკინა-ბეტონის ჯებირების და ხიდ-ბოგირების აღდგენა-რეკონსტრუქცია, სამხედრო ქალაქიდან თეკლათის მიმართულებით.
2023 წლის 11-13 იანვრის ქარიშხლის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების დაზიანებული სახურავების მოწყობა-რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს ცხრა ლოკაციაზე:
სამხედრო დასახლების №188-ში,№190-ში, №202-ში, №205-ში, ღვინჯილიას ქუჩის №5-ში (ორი კორპუსი),
აკაკი ელიავას №21-ში,
ურიდიას ქუჩის №26-ში,
ცაგარელის ქუჩის №27-ში.
რწმუნებულის მოადგილე და მუნიციპალიტეტის მერი ასევე გაეცნენ ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხიდიდან სტადიონამდე მიმავალი გზის ცემენტო-ბეტონის საფარით მოწყობის პროცესს.
აღნიშნულ ლოკაციაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები პირველად ხორციელდება.
პროექტის დასრულების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე ათწლეულების მანძილზე მდგარი პრობლემა გადაიჭრება.