- სენაკის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების საბავშვო და ბაგა-ბაღებში, აქტივობა – ,,სტუმარი – მკითხველის სტატუსით” მიმდინარეობს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საყვარელ ზღაპრებს აღსაზრდელებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უკითხავენ.
პროექტი თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.