- რეაბილიტაცია უტარდება სააღმზრდელო, სასაწყობე ოთახებს, სველ წერტილებს; იცვლება ფანჯრები, მიმდინარეობს საკონცერტო დარბაზის კეთილმოწყობისა და სამზარეულო შენობის გადახურვის სამუშაოები.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბაგა-ბაღის მარჯვენა ფლიგელის მეორე სართულზე ასევე აქტიურად ხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც განთავსდება მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ადმინისტრაცია.
უწყების ცნობით, უახლოეს პერიოდში, ქალაქ სენაკში, ელიავას ქუჩაზე, ასევე დაიწყება 100 აღსაზრდელზე გათვლილი, №3 ბაგა-ბაღის მშენებლობის უანალოგო პროექტის განხორციელების პროცესი.