- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, გაიმართა საღამო – შეხვედრა მონატრებულ ქალაქთან და მსმენელთან.
სენაკმა უმასპინძლა თავის ღირსეულ შვილს, ქართული თეატრალური საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატს, კოტე მახარაძის სახელობის ტიტულის მფლობელს, სენაკის საპატიო მოქალაქეს, მურმან ჯინორიას.
საღამოს უძღვებოდა თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძე.
საღამოს აკომპანირებას უწევდა პიანისტი, ნიკა ნიკვაშვილი და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრის პირველი ვიოლინო, ლელა მჭედლიძე.
საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილესთან, ლევან ელიავასთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ლევან უჩანეიშვილთან, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, ნანა ზარანდიასთან, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს