- საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული მასშტაბური პროგრამის “განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტს ორი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე შეემატა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ცენტრალური პარკი მოეწყო რუსთაველის ქუჩაზე, ცენტრალური სკვერი – ჭავჭავაძის ქუჩაზე.
პარკი გათვლილია ყველა ასაკობრივ კატეგორიაზე და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.
მოწყობილია სხვადასხვა სივრცეები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, საბავშვო და სპორტული მოედნები, ატრაქციონები; განახლდა საფეხმავლო ბილიკი;
განხორციელდა მოსწავლე-ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრის ისტორიული შენობის, პარკის მიმდებარედ არსებული კორპუსების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაციის პროცესი, გამწვანების სამუშაოები.