- საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებით, ქალაქ სენაკსა და ქუთაისში გარბენი გაიმართა. სენაკის მე-2 და ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეებმა ქალაქის ქუჩებში 5-კილომეტრიანი მონაკვეთი გაირბინეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტული ღონისძიებები საზოგადოებაში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ისახავს მიზნად.