- სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ინიციატივით და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, 18 ივნისს, ქალაქის ცენტრალურ პარკში, კურსდამთავრებულთათვის მიძღვნილი ღონისძიება “ბოლო ზარი 2023“ გაიმართება.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საღამოზე მონაწილეობას მუნიციპალიტეტის პირველი, მეორე საჯარო სკოლების, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისა და ,,მარიოტას” კურსდამთავრებულები მიიღებენ.
საღამოს აჩიკო ბერიძე, არჩილ ცანკაშვილი და DJ Cover დაასრულებენ.
შემოგვიერთდით, ერთად მივულოცოთ ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება.