- სენაკის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე კიზირიასთან ერთად, სტიქიის ობიექტებზე იმყოფებოდა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
ღელე ფიცუ 2-ის დაზიანებული სანიაღვრე რკინა-ბეტონის ჯებირების აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების მიმდინარეობას, ჩხეტიას ქუჩიდან რკინიგზამდე თავისი შენაკადებით; ღირებულება – 582 076 ლარი;
დავით დემურიას ქუჩიდან მდინარე ტეხურამდე სანიაღვრე არხის რკინა-ბეტონის ჯებირების აღდგენა- რეკონსტრუქციის სამუშაოებს, თავისი შენაკადებით; ღირებულებით – 428 434 ლარი.
სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დასრულებულია.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ასევე მიმდინარეობს:
მშვიდობის ქუჩაზე (ნატოჩაოს უბანი) – კიუვეტის და ღელეზე ჯებირების, მშვიდობის ქუჩის N56 და N58 საცხოვრებელ სახლებს შორის არსებულ ღელეზე ჯებირების რეაბილიტაციის სამუშაოები.
ინფორმაციას სენაკისმუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.