- მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ელისო შურღაიას ინიციატივითა და რესურსცენტრთან არსებული მასწავლებელთა ასოციაციის ორგანიზებით გამართული ღონისძიება – “განათლების ელჩები“.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა, გივი მისაბიშვილმა, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ელისო შურღაიამ, 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელმა, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის სენაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მამუკა კუჭავამ და 2019 წლის ინფორმაციული ტექნოლოგიების საუკეთესო მასწავლებლის წოდების მფლობელმა, ტოლია (უტა) კილასონიამ, ნაყოფიერი, ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საპატიო სიგელები გადასცეს საჯარო და კერძო სკოლების წარმატებულ პედაგოგებს:
გულნარა ბარკალაიას – ჟიული შარტავს სახელობის სენაკის მეორე საჯარო სკოლა;
ნესტან გოგოხიას – გენო ადამიას სახელობის სენაკის პირველი საჯარო სკოლა;
რიმა კუპრეიშვილს – ზემო ფოცხოს საჯარო სკოლა;
ნატალია სახოკიას – გეჯეთის საჯარო სკოლა;
ეკა ჭითავას – ხორშის საჯარო სკოლა;
ნინო ჯოლოხავას – კერძო სკოლა ,,მარიოტა“;
მზია ჩემიას – წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია;
თინათინ ყალიჩავას – ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლა;
ნანი სიჭინავას – ზანის საჯარო სკოლა;
დალი ცხვიტავას – ეკის საჯარო სკოლა;
თამარ ნარსიას – კერძო სკოლა ,,პელაგონი“;
ვიანა სანაიას – ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლა;
ბექა ნაროუშვილს – სენაკის მესამე საჯარო სკოლა;
დემურ შეროზიას – უშაფათის საჯარო სკოლა; ნარგიზა ნარსიას – თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლა;
სოფიკო შალიკაშვილს – თეკლათის საჯარო სკოლა;
ლალი კვარაცხელიას – სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმი;
ამირან დავითაიას – ძველი სენაკის საჯარო სკოლა;
ლია ბუკიას – სენაკის მეშვიდე საჯარო სკოლა;
ნაზიბროლა წულეისკირს – ახალსოფლის საჯარო სკოლა;
იმედო ბერაიას – მენჯის საჯარო სკოლა;
თამარ მილორავას – ნოსირის საჯარო სკოლა.
ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა, საგანმანათლებლო სფეროს და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ინფორმაცის სენაკის მუნიციპალოიტეტის მერია ავრცელებს