- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკში მიმდინარეობს პროექტების განხორციელება ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში.
უწყების ცნობით, სენაკის მუნიციპალიტეტს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 45 ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატება, რისთვისაც, საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან 738 000 ლარია გამოყოფილი.