- დიმიტრი ჯაიანის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, პროექტის ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს: სცენის დემონტაჟს და ახლით შეცვლას, სასცენო განათების სისტემის მოწყობას და სხვა სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
რეაბილიტაციის პროექტის ღირებულებამ 310 000 ლარს შეადგინა.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების” ფარგლებში ასევე დასრულდა ექსტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
უახლოეს პერიოდში, ასევე დაგეგმილია დარჩენილი ლოკაციების: პირველი სართულის, სხვადასხვა სივრცეების, სველი წერტილების რეაბილიტაცია, საკონცერტო დარბაზის სკამების ახლით შეცვლა.
მოსწავლე-ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრის შენობა 34 წლიანი ისტორიის მქონე კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდობის ცენტრია, სადაც 300-მდე მოსწავლე-ახალგაზრდა სხვადასხვა სერვისით სარგებლობს.