- ჟიული შარტავას სახელობის მერიის სხდომათა დარბაზში, მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია უძღვებოდა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სხდომაზე, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა, გივი მისაბიშვილმა, ოქტომბრის თვეში დაგეგმილი, ტრადიციული სახალხო დღესასწაულ ,,ეგრისობის’’ ჩატარების დეტალებზე და დაგეგმილ მრავალფეროვან, სანახაობრივად დატვირთულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
სხდომაზე, განხილულ იქნა “სენაკის საპატიო მოქალაქის” წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხები.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტან გადელიამ, ასევე დეტალურად ისაუბრა მიმდინარე და ბიუჯეტში განსაზღვრულ, მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებულ პრიორიტეტებსა და დაგეგმილ პროექტებზე.
მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საქმიანობის მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა.