- სენაკში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, მან ერთ-ერთ მოქალაქეს ჩანთა გასტაცა, რის შემდეგაც გაქცევა და ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ მამაკაცი ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე მალევე დააკავა.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.