- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, მერიის სხდომათა დარბაზში, ჩატარდა სისხლის უანგარო დონაციის აქცია: “აჩუქე სიცოცხლე, აჩუქე ღიმილი!“
ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, სენაკის მუნიციპალტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ნაჭყებიამ, მუნიციპალიტეტის მერიის, მერიას დაქვემდებარებული სტრუქტურების თანამშრომლებმა, სისხლი დღესაც უანგაროდ გაიღეს.
სისხლის დონაციის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადილე, ნანა ზარანდია, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსთან, ნატალია ხუბუასთან ერთად დაესწრო.
დონაციის აქცია ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივებას, უმეტეს შემთვევაში კი, სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს.
მსგავს კამპანიაში მონაწილეობის მზადყოფნის სურვილს მუნიციპალიტეტის მერია მუდმივად გამოთქვამს.