- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის 15ვე ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი პროექტებისთვის 738 000 ლარია გამოყოფილი.
სენაკის მუნიცალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საერთო კრებები, გეჯეთის, ნოსირისა და მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართული შეხვედრებით დასრულდა.
განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ კრებებს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია უძღვებოდა.
პრიორიტეტების შერჩევის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სეექტორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დასაფინანსებელი პროექტები მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩა:
გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში – სასაფლაოს ღობისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა;
მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში – გარე განათების სისტემის მოწყობა;
ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში:
სოფელ ნოსირში – საძოვრის შემოღობვა და გარე განათების სისტემის მოწყობა;
შუა ნოსირში – საბავშვო ბაღის ღობის მოწყობა, ცენტრისა და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა;
სოფელ საბესელიოში – ცხაურის და რკინიგზის გასწვრივ, ღობის რეაბილიტაცია;
სოფელ საკილასონიოში – სანიაღვრე არხის მოწესრიგება და საძოვრის შემოკავება;
სოფელ საოდიშარიოში – ცხაურის მოწყობა და სანიაღვრე არხის მოწესრიგება.
მოსახლეობასთან კრება/კონსულტაცია მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართა.