სენაკში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ენერგოეფექტური შეშის ღუმელები გადაეცათ

  • “მერების შეთანხმება აღმოსავლეთი“ (CoMEast) შემუშავებული პროექტის – “ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა სენაკის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის შესაბამისად” – ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მდივანთან, დალი ქაჩიბაიასთან და მერის წარმომადგენელთან ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ვარდო ჩიქობავასთან ერთად, ზემო ჭალადიდში მცხოვრებ 9 სოციალურად დაუცველ ოჯახს ენერგოეფექტური შეშის ღუმელები გადასცეს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ენერგოეფექტური შეშის ღუმელი ასევე გადაეცა უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს.

პროექტის ფარგლებში, ქალაქის №1, №2, №6 ბაგა-ბაღებს და ზემო ჭალადიდის საბავშვო ბაღს, აღსაზრდელთა ჯგუფების რაოდენობის შესაბამისად, 15 ერთეული ენერგოეფექტური ღუმელი გადაეცათ;