- სტიქიის შედეგების მაქსიმალურად მოკლე ვადებში ლიკვიდაციის მიზნით, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მოსახლეობის უსაფრთხოება და მოხდეს მყისიერი რეაგირება დაზარალებულთა დასახმარებლად.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“, სამაშველო და მერიის სამსახურების ჯგუფებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქარის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ბოძების და სადენების აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.
აღდგენითი სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს სტიქიით მიყენებული ზიანის დათვლა და ზიანის აღმოსაფხვრელად სხვა აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა.
ამ ეტაპზე, გაწმენდილია გზები და ტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება.
დაიწყება მრავალბინიანი კორპუსების დაზიანებული სახურავების აღდგენისა და გადახურვის პირველადი სამუშაოები
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მობილური ჯგუფები მონიტორინგს 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ.