- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 20 ნოემბერს, 19 : 00 საათზე, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის – “ქართული მუსიკა რეგიონებს“ ფარგლებში, ქართული სიმღერის საღამო გაიმართება.
დასკვნითი საღამო – ცნობილი ქართველი შემსრულებლების: ნეკა სებისკვერაძის, დავით ნოზაძის, აჩიკო ნიჟარაძის, ნათია პერანიძის, პიანისტების – ნინო გულიაშვილის, მარიკა ოსიტაშვილისა და საღამოს წამყვანის – ნიკოლოზ წულუკიძის მონაწილეობით.
ქართული სიმღერის საღამო გიორგობის დღესასწაულს მიეძღვნება.