- სენაკის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს აღდგენის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტმა ბესიკ წულეისკირმა პირი ამოიკერა.
ბესიკ წულეისკირი ძველი საავადმყოფოს შენობის აუქციონზე გატანას აპროტესტებს და ითხოვს, შენობას დაუბრუნდეს პირვანდელი ფუნქცია.
სამოქალაქო აქტივისტმა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა. თქვა, თუ 24 საათში კომპეტენტური პირი არ დაუკავშირდება და პრობლემით არ დაინტერესდება, თავს დაიწვავს.