- ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ლევან ელიავამ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან უჩანეიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპული ალექსანდრე წურწუმიას ძეგლი და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა და თემატური ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. აქტივობა ორ თარიღს – ევროპის დღეს და ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავს მიეძღვნა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები – 500 ლარს მიიღებენ.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს