- შუალედური და რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი ცნობილია.
ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩეველმა მიიღო.
“გაგაცნობთ 117 უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარ შედეგებს.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგი შემდეგია:
№ 21 – ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”) 1 208 ხმა, 4.67 %
№41 გიორგი ხახუბია ( „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 24 646 ხმა, 95.33 %
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს იყო წინასწარი მონაცემები იმ 117 საარჩევნო უბნიდან, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.